
გამოიწერეთ სიახლეები და მიიღეთ 10% ფასდაკლების კუპონი პირველ შენაძენზე
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებგვერდ closet.ge-ის (შემდგომში – „საიტი“) გამოყენებას და საიტის მეშვეობით პროდუქციის შეძენას. საიტით სარგებლობისა და შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას.
1.1. საიტი წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთის გაფორმება.
1.2. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს წესები და პირობები. ცვლილებები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე.
2.1. მომხმარებელი შეკვეთას აფორმებს საიტზე, შესაბამისი ფორმის შევსების გზით. შევსებული ფორმის სისწორეზე პასუხისმგებელია მყიდველი.
2.2. შეკვეთის გაფორმების შემდეგ მომხმარებელი იღებს ელ-ფოტაზე წერილს, რომელიც ადასტურებს შეკვეთის გააქტიურებას.
2.3. მომხმარებელი ვალდებულია მიჰყვეს წერილში მითითებულ ინსტრუქციებს.
2.4. გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები მითითებულია წერილშიც და საიტზე, მომხმარებლის გვერდზე არსებულ შეკვეთებშიც. ამისათვის საკმარისია შეხვიდეთ მიმდინარე შეკვეთაში.
2.3. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე პროდუქტის მიუწვდომლობის ან სხვა ობიექტური მიზეზების შემთხვევაში.
3.1. გადახდა ხორციელდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვით.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია გადარიცხოს სრული თანხა დადასტურების შეტყობინებაში მითითებული საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
3.3. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო თანხა არ ჩაირიცხება შეკვეთის გაფორმებიდან 48 საათის განმავლობაში, შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება.
3.4. შეკვეთის დამუშავება და მიწოდების ვადების ათვლა იწყება გადახდის დადასტურების შემდეგ.
4.1. მიწოდება ხორციელდება შემდეგი ვადების ფარგლებში:
სტანდარტული მიწოდება:
თბილისი: 10–14 სამუშაო დღე;
რეგიონები: 12–15 სამუშაო დღე.
სწრაფი მიწოდება:
თბილისი: 1–3 სამუშაო დღე;
რეგიონები: 2–5 სამუშაო დღე.
4.1.1. სწრაფი მიწოდება ვრცელდება მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც საიტზე მონიშნულია მწვანე ეტიკეტით „მიიღეთ სწრაფად“.
4.2. შეკვეთის ღირებულების 200 ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო.
4.3. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეკვეთა გამოიტანოს ოფისიდან თვითგატანით, რაც ნებისმიერ შემთხვევაში უფასოა.
4.4. მიწოდების ვადები არის სავარაუდო და შესაძლოა შეიცვალოს ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში (ამინდი, ლოგისტიკური შეფერხება და სხვა).
5.1. ნივთის დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია მიღებიდან მომდევნო 8 საათის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
5.2. ამ შემთხვევაში, ნივთის დაბრუნების ხარჯებს მთლიანად აანაზღაურებს მაღაზია.
5.3. თანხის დაბრუნება მოხდება ნივთის პირვანდელ მდგომარეობასთან შედარების შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ნივთს აღენიშნება იმგვარი დაზიანება, რაც არ აღენიშნებოდა გაგზავნის დროს, მაღაზია თანხას არ დააბრუნებს და ნივთს დაუბრუნებს მყიდველს. უკან დაბრუნების ხარჯებს აანაზღაურებს მყიდველი.
5.4. ნივთზე აღმოჩენილი ქარხნული წუნის შემთხვევაში, მყიდველმა შესაძლებელია აირჩიოს როგორც თანხის დაბრუნება, ასევე ნივთის გაცვლა. გაცვლის შემთხვევაში თანხის დამატება ან დაბრუნება მოხდება ჩაბარებული ნივთისათვის გადახდილი საფასურის გათვალისწინებით. (სხვაობის დამატებით ან უკან დაბრუნებით)
5.5. დაბრუნებულ ნივთზე, ქარხნული წუნის არ აღმოჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება არ მოხდება და მყიდველი ვალდებულია ნივთის უკან წაღება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით.
⚠️ საათის ელემენტი წარმოადგენს მოხმარებად ნაწილს და მისი მუშაობის ვადა არ წარმოადგენს დაბრუნების ან გაცვლის საფუძველს.
5.1. საიტი არ არის პასუხისმგებელი მიწოდების ვადების მცირედ გადაცდენაზე, თუ ეს გამოწვეულია მესამე მხარის (საკურიერო კომპანია, საბანკო სისტემა და სხვ.) ქმედებით.
5.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთის გაფორმებისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.
6.1. საიტზე განთავსებული ტექსტები, ფოტოები და სხვა მასალები წარმოადგენს საიტის ან შესაბამისი მფლობელების ინტელექტუალურ საკუთრებას.
6.2. მასალების უნებართვო გამოყენება აკრძალულია.
7.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა ამ პირობებთან დაკავშირებით, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დოკუმენტი განახლებულია: 11.06.2026

გამოიწერეთ სიახლეები და მიიღეთ 10% ფასდაკლების კუპონი პირველ შენაძენზე
ანა
ოპერატორი
სამწუხაროდ, ამჟამად ოფლაინ ვარ. დავბრუნდები 7 საათი 23 წუთი
20:00