

პოპულარული ამერიკული ბრანდის DKNY-ს უჟანგავი ფოლადის კვარცის საათი ქალბატონებისთვის.
მექანიზმი:
წყალგამძლე კვარცის მექანიზმი უზრუნველყოფს ზუსტ დროს და ხანგრძლივ მუშაობას.
კორპუსი:
ოქროსფერი მრგვალი უჟანგავი ფოლადის კორპუსი. ასევე ოქროსფერი ციფერბლატი.
სამაჯური:
უჟანგავი ფოლადის შენადნობის ოქროსფერი ჯაჭვის სამაჯური, ამავე მასალის დაცული შესაკრავით.
ბრენდირება:
ბრენდის ლოგო გამოსახულია ციფერბლატზე, ასევე ბრენდირებულია სამაჯურის ბალთა. კორპუსის უკანა მხარეზე გამოსახულია ლოგო.
DKNY მოდერნისტული საათები გამორჩეულია მინიმალისტური დიზაინით, დახვეწილი მოპირკეთებით და თამამი შშტრიხებით, DKNY-ის მოდერნისტული კოლექცია შექმნილია თავდაჯერებული ქალებისთვის, რომლებიც სულ მოძრაობაში არიან. თითოეული საათი შექმნილია იმ რწმენით, რომ რაც ნაკლებია უფრო უკეთესია: სადა ციფერბლატის დიზაინი, ასევე სადა წერტილოვანი ინდექსებით, თანამედროვე ნაკლებად მყვირალა სამაჯური. საყურადღებოა ლოგოს გასაოცარი დეტალები, დახვეწილი ტექსტურა და გააზრებული ფერის კონტრასტი. უჟანგავი ფოლადის სამაჯურებზე მოსახსნელი სექციების დახმარებით, ადვილად დააყენებთ თქვენთვის სასურველ ზომას.
DKNY, რომელიც ნიშნავს Donna Karan New York-ს, არის მოდის ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი ტანსაცმლით, აქსესუარებით და სუნამოებით. DKNY გთავაზობთ საათების სპექტრს, რომელიც ასახავს ბრენდის თანამედროვე და ურბანულ ესთეტიკას. ამ საათებს ხშირად აქვთ დახვეწილი დიზაინი, თანამედროვე დეტალები და მასალების ნაზავი, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, ტყავი და ზოგჯერ კერამიკა.
DKNY საათები სხვადსხვა ტიპისაა, მათ შორის ანალოგური და ციფრული, ვარიანტებით როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ისინი ემსახურებიან სხვადასხვა გემოვნებას, დაწყებული მინიმალისტური დიზაინით დამთავრებული უფრო თამამით.
პარამეტრები
შეფასებები ჯერ არ არის. იყავი პირველი, ვინც შეაფასებს ამ პროდუქტს.